17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს

ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციას შეკითხვები აქვს.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი საგამოძიებო პროცესი უნდა დაიწყოს, რათა ცეცხლის მიზეზებზე საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხი გაეცეს.

ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს. 

"კრიზისის დაძლევის შემდეგ პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო პროცესი უნდა დაიწყოს, რომელიც შეისწავლის, ერთი მხრივ, თუ რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაგირება ხანძარზე და ამავე დროს შეისწავლის სავარაუდო მიზეზებს, რომელიც ხანძრების ეპიდემიებს შეიძლება, ჰქონდეს. ამისთვის ვაპირებთ, რომ საპარლამენტო შესაძლებლობები გამოვიყენოთ და ხელისუფლება ვალდებულია, ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ევროპულ საქართველოშიც აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, თუმცა ამაზე საუბარი, სანამ ცეცხლის ლიკვიდაცია არ მოხდება, არ იქნება სწორი.

„დღეს ყველასთვის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, მნიშვნელოვანია, რომ ხანძარი ჩავაქროთ. ამის შემდეგ ძალიან სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ მიზეზებზე, რეაგირების მექანიზმზე, რა უნდა გავაუმჯობესოთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები