ხანძარი იყო ლაგოდეხში. ცეცხლი ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ბუჩქნარს გაუჩნდა. ადგილზე ხუთი სამაშველო ბრიგადა და სამი ერთეული სპეცტექნიკა მუშაობდა. დამწვარი ტერიტორია 5 ჰექტარს შეადგენს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ დაუდევრობა გახდა.
„არის ეკალბარდი დამწვარი დაახლოებით 5 ჰექტრამდე ნაკვეთია და სახანძრო სამაშველო სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა და მოახდინა ხანძრის ლიკვიდაცია, სანამ გადავიდოდა სავარგულებზე, ისეთ ადგილებზე სადაც სიმინდებია, სადაც ნათესებია,“-განაცხადა ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამ.