მოხალისეებმა, რომლებიც სოფელ დაბის ტერიტორიაზე მუშაობდნენ, ნახანძრალ ადგილას ბოთლის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. როგორც მოხალისეები აცხადებენ, ბოთლის ნამსხვრევებს საწვავის სუნი აქვს. დავით ქაცარავას განცხადებით, ამ დრომდე გამომძიებლებს მოხალისეები ჯერჯერობით არ გამოუკითხავთ.
„ეს იყო ერთ-ერთ ახალი კერასთან, რომელიც ჩვენ დღეს დილიდან აღმოვაჩინეთ და რომელზეც დილიდან ვმუშაობდით,“-აცხადებს დავით ქაცარავა.
"კურიერის" ინფორმაციით, ადგილობრივ სასტუმროებში გუშინ გამომძიებლები იმყოფებოდნენ. მათ იმ ტურისტების შესახებ მოითხოვეს სრული ინფორმაცია, რომლებიც 18 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით ბორჯომში ისვენებდნენ.
ამოღებულია მათი პირადი მონაცემები, ასევე ტელეფონის ნომრები. სავარაუდოდ მოხდება მათი გადამოწმება.