18 ნოემბერი 2024,   19:01
ვრცლად
მძიმე ვითარება ტიმოთეს უბანთან - ცეცხლის რამდენიმე კერა აალდა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის კერებს ამ დრომდე ებრძვიან. ტყის მასივში ცეცხლის კერა დღეს ხელახლა აალდა. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დილიდან  ჩაერთო ავიაცია.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 6 ვერტმფრენი და ერთი სახანძრო თვითმფრინავი აქრობს. 

შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის ყველა კერასთან მეხანძრეები იმყოფებიან. სტიქიის ზონაში 1500 მეხანძრე მაშველი მუშაობს.

ამ დროისთვის ყველაზე მძიმე ვითარება ტიმოთეს უბანთანაა, სადაც ხანძრის ძლიერი კერა რჩება.

ყველაზე რთულ პერიოდად შუადღე სახელდება, როდესაც ტემპერატურა მატულობს, ასევე იზრდება ქარის გაძლიერებისა და ცეცხლის გავრცელების საშიშროება.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს დღის განმავლობაში პრობლემურ კერებზე აქტიური მუშაობა განმავლობაში გაგრძელდება, როგორც ავიაციით ასევე  ცოცხალი ძალით.

პრემიერი ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

გიორგი კვირიკაშვილმა იმ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს დახმარების სურვილი გამოთქვეს მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა რუსეთის მიერ გამოთქმულ სურვილზე, დაეხმაროს ქართულ მხარეს, კიდევ ერთხელ ისაუბრა და განცხადა, რომ ეს "მისასალმებელი ფაქტია."

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები