17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
სკოტლანდ იარდმა ლონდონის თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

სკოტლანდ იარდმა ლონდონის თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. კონტრ-ტერორისტულმა დეპარტამენტმა მომხდარის ახალი დეტალები გაასაჯაროვა.

უწყების ხელმძღვანელის ინფრომაციით, თავდასხმა ბუკინგემის სასახლესთან ინგლისში მცხოვრებმა 26 წლის ახალგაზრდამ მოაწყო. ეჭვმიტანილი მანქანით იმ ქუჩაზე შეიჭრა, სადაც მოძრაობა აკრძალულია და პოლიციის მანქანის წინ გაჩერდა.

სამართალდამცველებმა მის ავტომობილში ხმალი შენიშნეს, რის შემდეგაც ეჭვმიტანილის დაკავება სცადეს, თუმცა მამაკაცმა ალაჰის სადიდებელი შეძახილებით ძალოვანებს წინააღმდეგობა გაუწია.

დაპირისპირების შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა. თავდამსხმელი ამ დროისთვის ლონდონის პოლიციაში იმყოფება და გამოძიებას ჩვენებას აძლევს. 

დღის ამბები