17 მაისი 2024,   16:16
ვრცლად
მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები - დღის წესრიგში ბიუროების გაუქმება დგება

საკრებულოს დეპუტატის ხმაურიანი დაკავების შემდეგ, ოპოზიცია მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების გაუქმებას მოითხოვს. თითოეული ბიუროს შენახვა, რომელიც ძირითადად დეპუტატების უახლოესი გარემოცვით არის დაკომპლექტებული, თბილისის მოსახლეობას თვეში 5 ათასი ლარი უჯდება.

ქართული ოცნებიდან საკრებულოს დეპუტატის, ია მაკასარაშვილის, ბიუროში 5 დასაქმებულიდან 2 ერთი ოჯახის წევრია და მათ ხელფასზე ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 2 ათას ლარზე მეტი იხარჯება.

ოფისებში დასაქმებულების ძირითადი ფუნქცია ადგილობრივების დახმარებაა, თუმცა არსებული პრაქტიკის მიხედვით ირკვევა, რომ დეპუტატები ბიუროებს ძირითადად ახლობლებისა და ოჯახის წევრების დასაქმებისთვის იყენებენ.

მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში არსებული ვითარება დღის ბოლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა შეაფასა.

ზალიკო უდუმაშვილი ბიუროების გაუქმებას მოითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ თბილისელების თანხა არამიზნობრივად იხარჯება და ის ძირითადად დეპუტატების კეთილდღეობას ხმარდება

ბიუროების გაუქმების ინიციატივით ნაციონალური მოძრაობა საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალურად რამდენიმე დღეში მიმართავს.

საკითხი დღის წესრიგში ისნის მაჟორიტარის, ზურაბ ნეფარიძის, დაკავების შემდეგ გახდა. დეპუტატს გამოძიება სწორედ ბიუროში საქმიანობის პერიოდში თანამშრომლებისთვის თანხის გამოძალვას ედავება.

დღის ამბები