30 სექტემბერი 2024,   17:32
ვრცლად
"ლეიბორისტები" აზიური ფაროსანას გამო დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდას ითხოვენ

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გამო შექმნილ ვითარებას "ლეიბორისტული პარტიის" წევრები აპროტესტებენ.

პარტიის წევრებმა აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართეს. ლეიბორისტების თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა.

აქციის მონაწილეებმა უწყებას წერილით მიმართეს, რის შედეგადაც მათ მინისტრის მოადგილე შეხვდა. შეხვედრის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურებას არ აპირებს.

„სავალალო მდგომარეობას, რაც შექმნილია რეგიონშ, ისინი აბრალებენ ამინდს და აბრალებენ უშუალოდ გლეხებისა და ფერმერების უმოქმედობას და მთლიანად იხსნიან პასუხისმგებლობას. ხელისუფლება არ აპირებს არანაირი კომპენსაციის გაცემას ამ გლეხებზე,“ - განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანმა, გიორგი გუგავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები