06 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
შეეთებული შტატები რუსეთისგან მოითხოვს დახუროს სან-ფრანსისკოში მდებარე გენერალური საკონსულო

შეეთებული შტატები რუსეთისგან მოითხოვს დახუროს სან-ფრანსისკოში მდებარე გენერალური საკონსულო. გარდა ამისა ოფიციალური ვაშინგტონის მოთხოვნით მუშაობა უნდა შეწყვიტოს ორმა რუსულმა სავაჭრო წარმომადგენლობამ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ამერიკულმა მხარემ თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე მიიღო და მოთხოვნის შესრულების შემდეგ ორივე ქვეყანაში სამ-სამი საკონსულო იმუშავებს. რუსული წარმომადგენლობების დახურვა ხვალამდე უნდა დასრულდეს. ოფიციალურმა ვაშინგტონმა გადაწყვეტილება რუსეთის მიერ შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის შემცირების მოთხოვნის შემდეგ მიიღო.

დღის ამბები