სპორტის სამინისტრომ ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებს ინვენტარი და ეკიპირება გადასცა. "მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, 2023 წელს კვლევა 25 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ჩატარდა და დადგინდა, რომ საჭირო იყო შესაბამისი აღჭურვილობის განახლება.
ამ პროექტისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 3 მილიონ-ნახევარზე მეტი გამოიყო. თანხა, სრულად, 25 მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლებსა და დაწესებულებებს მოხმარდება.