06 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა "თბილისობისთვის" მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა

თბილისობისთვის მოწყობილი სივრცეები პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. ირაკლი კობახიძე, ორბელიანის მოედანზე უმრავლესობის ლიდერთან და დედაქალაქის მერთან ერთად მივიდა.

დილიდან ხალხმრავლობაა რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე, სადაც სტუმრებისთვის სპეციალური სივრცეებია მოწყობილი.

მოქალაქეებისთვის საზეიმო განწყობის შესაქმნელად, ბევრი სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის - შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, დეკორაციები და ინსტალაციები. იმართება ღვინისა და ტკბილეულის ფესტივალი.

დღის ამბები