06 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
მერკელი ოფიციალურ ანკარასთან ურთიერთობის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს

ანგელა მერკელი თურქეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს და ოფიციალურ ანკარასთან ურთიერთობის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს.

განცხადება გერმანიის კანცლერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთში პოლიტიკური ნიშნით ქვეყნის კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს.

მერკელის თქმით, გერმანიის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით გადამწყვეტი რეაქცია უნდა ჰქონდეს.

გერმანიის კანცლერმა ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირსა და თურქეთს შორის სავაჭრო კავშირის გაფართოების საკითხზე მოლაპარაკების დაბლოკვას გეგმავს.

დღის ამბები