18 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ცესკო "კურიერის" ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის

ცესკო კურიერის ჟურნალისტის წინააღმდეგ - ცენტრალური საარჩევნო კომისია გუშინ ეთერში გასული სიუჟეტის გამო, რუსთავი2-ს სასამართლოში უჩივის.

დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი შარაბიძემ განმარტა, რომ ცესკო რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტების საჯარო უარყოფას ითხოვს.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის შესყიდვებთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტი არსებით უზუსტობებს შეიცავდა. გიორგი შარაბიძის განმარტებით, ტენდერის გარეშე შესყიდვის უფლებას ცესკოს კანონი აძლევს და ამ დროს ხდება ფასთა წინასწარი კოდირებები და შესასყიდი პროდუქციის შესწავლა წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით.

საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტებებს აკეთებენ კონკრეტულად შესყიდულ საქონელთან და დახარჯულ თანხებთან დაკავშირებითაც.

„საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას, რომელიც აზიანებს საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს. აქედან გამომდინარე, ცესკო მიმართავს ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოს, რათა მას დაევალოს სიუჟეტში აღნიშნული არასწორი ფაქტების უარყოფა საჯაროდ,“ - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

არასამთავრობო სექტორში ჩატარებული კვლევის შესახებ რეპორტაჟი გუშინ 9-საათიან კურიერში გავიდა.

მოძრაობამ შეაჩერე კორუფცია შესყიდვების კანონის დარღვევები გამოავლინა. აქცენტი უსაფრთხოების სამსახურის მიერ დადებული ხელშეკრულებების გასაიდუმლოებასა და ცესკოს მიერ ტენდერის გარეშე აგვისტოში დახარჯულ ასიათასობით ლარზე გაკეთდა. რეპორტაჟში საუბარია შესყიდვების მიზნობრიობასთან არსებულ კითხვებზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დოკუმენტაციაში რიგ შემთხვევებში არ იკვეთება, კონკრეტულად რა პროდუქციის შეძენაზე იხარჯება საბიუჯეტო თანხები.

დღის ამბები