05 მაისი 2024,   05:57
ვრცლად
ქუთაისი-ზესტაფონის ტრასიდან ტრაილერი გადავარდა

ქუთაისი-ზესტაფონის ტრასიდან ტრაილერი გადავარდა. ტრაილერის გადავარდნის შედეგად დაშავებულია თურქეთის 57 წლის მოქალაქე. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი თავისა და გულ-მკერდის ღია ჭრილობით ქუთაისის საავადმყოფოში არის გადაყვანილი.

როგორც რუსთავი2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები