06 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
აშშ-ში რუსეთის დიპლომატიური ობიექტები ამერიკული მხარის კონტროლის ქვეშ გადავიდა

შეერთებულ შტატებში რუსეთის დიპლომატიური ობიექტები ამერიკული მხარის კონტროლის ქვეშ გადავიდა. სან-ფრანცისკოში რუსეთის გენერალურმა საკონსულომ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში კი სავაჭრო წარმომადგენლობამ მუშაობა შეწყვიტა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, შენობების გადაცემამდე ამერიკის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა დიპლომატიურ უწყებებში უკანონო ჩხეკა ჩაატარეს. ამ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტში უარყოფენ და აცხადებენ, რომ შენობების ინსპექცია რუსი დიპლომატების თანდასწრებით მოხდა.

რუსეთის გენერალური საკონსულოსა და კიდევ ორი დიპლომატიური ობიექტის დახურვა ოფიციალურ მოსკოვს ვაშინგტონმა 31 ივლისს მოსთხოვა და ამისთვის ორდღიანი ვადა მისცა.

დღის ამბები