18 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
ხულოში ხანძრის ჩასაქრობად შესაძლოა, ავიაციის დახმარება გახდეს საჭირო

ხულოში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად შესაძლოა, ავიაციის დახმარება გახდეს საჭირო. ვერტმფრენების აუცილებლობაზე აჭარის მთავრობის მეთაური, ზურაბ პატარიძე საუბრობს, თუმცა როდის ჩაერთვება სამუშაოებში ავიაცია და ჩაერთვება თუ არა საერთოდ, ამ ეტაპზე უცნობია.

ქარიანი ამინდის გამო დღის მეორე ნახევარში ხულოში გაჩენილმა ცეცხლმა მოიმატა და ახლა მეხანძრეებს ხანძრის 4 აქტიური კერასთან უწევთ ბრძოლა. ადგილი მიუდგომელია სპეცტექნიკისთვის და 200-მდე მეხანძრე-მაშველი ნიჩბითა და ბარით მუშაობს. 

ცეცხლი ბუჩქნარს უკიდია, თუმცა ქარის გამო სტიქია ყოველწუთიერად წიწვოვან ტყეს უახლოვდება. მანამდე კი, ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობდა და სახანძრო ოპერაციაში ავიაციის ჩართვის საჭიროებასაც ვერ ხედავდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები