18 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
ვინ სთხოვა მამა გიორგი მამალაძეს გერმანიაში პატრიარქთან ჩასვლა - "კურიერის" ექსკლუზიური მასალა ე.წ. ციანიდის საქმეზე

ე.წ. ციანიდის საქმეში არსებული ერთ-ერთი მთავარი ვიდეო და აუდიო მტკიცებულების სრული ვერსია „კურიერმა“ მოიპოვა. პროკურატურამ ფარული ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსია გააცნო საზოგადოებას, თუმცა, „კურიერის“ მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ასახულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გერმანიაში ჩასვლას პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი სთხოვს.

დეკანოზის დაკავებამდე 6 დღით ადრე გადაღებულ პირველ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში პროკურატურის ოქროს მოწმე, ირაკლი მამალაძე საპატრიარქოს საავადმყოფოს ლიფტით დეკანოზის კაბინეტში ადის და შორენა თეთრუაშვილზე იწყებს საუბარს.

„კურიერმა“ მოიპოვა, 6 თებერვალს გადაღებული ვიდეომასალა, სადაც მამა გიორგის და ირაკლი მამალაძის საუბრის სრული ვერსიაა. მასში დეკანოზი საპატრიარქოს მდივან-რეფერენს „მარილზე“ უშვებს.

„კურიერმა“ საქმის მასალებიდან ამ დრომდე უცნობი აუდიო ჩანაწერიც მოიპოვა, სადაც დეკანოზი დაკავებამდე 2 დღით ადრე, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანს ტარას შავშიშვილს ურეკავს. დეკანოზი მას ილიას უნივერსიტეტის პროფესორის არჩილ გამზარდიას Facebook სტატუსით დაინტერესებისკენ მოუწოდებს, სადაც გამზარდია წერს, რომ შესაძლოა, გერმანიაში გამგზავრების შემდეგ პატრიარქი მოკლან.

აუდიო და ვიდეო მასალებს იცნობს დეკანოზის ადვოკატიც. ადვოკატი თვლის, იმ მტკიცებულებებით, რაც საქმეში დევს, დეკანოზის ბრალეულობა არ დასტურდება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში იმ კლინიკაში მიემგზავრებოდა, სადაც პატრიარქს ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს. ოფიციალური ინფორმაციით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი ამოიღეს.

ბრალეულობის ოფიციალურად დადასტურებამდე ზოგი ირიბად და ზოგიც ღიად ამბობდა, რომ დეკანოზს პატრიარქის მოწამვლა სურდა. თუმცა, ბრალის დადგენილებში წერია, რომ გიორგი მამალაძე ბერლინში პატრიარქის მდივან რეფერატის - შორენა თეთრუიაშვილის მოსაწამლად მიემგზავრებოდა. 

დღის ამბები