06 ოქტომბერი 2024,   18:33
ვრცლად
ოფიციალური ვაშინგტონის მოთმინებას საზღვარი აქვს - აშშ-ს ელჩი გაეროში ჩრდილოეთ კორეას მიმართავს

შეერთებულ შტატებს არ სურს ომი ჩრდილოეთ კორეასთან, მაგრამ ოფიციალური ვაშინგტონის მოთმინებას საზღვარი აქვს - ეს განცხადება გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა გააკეთა.

ნიკი ჰეილის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ომის დასაწყებად ყველაფერს აკეთებს. გაეროს უსაფრთხოების საბჭო ოფიციალური ფხენიანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მომავალ კვირაში უყრის კენჭს.

პარალელურად, სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო ძალებმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე გადატანის პროცესი დაიწყეს.

დღის ამბები