18 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
"სასამართლო ვერ გათავისუფლდა, ვერც სახელმწიფო" - მამა ანდრია სარია დეკანოზის განაჩენზე

ეს საქმე სახელმწიფოს სირცხვილად ჩაითვლება - ეს განცხადება, მამა ანდრია სარიამ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შეფასებისას გააკეთა.

მამა ანდრია სარია ამბობს, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა პროკურატურის დაკვეთა შეასრულა და განაჩენი, რომელიც დღეს მან გამოიტანა, იყო ბრალდების მხარესთან შეთანხმებული.

„ჩვენ ცოტაოდენი იმედი მაინც გვქონდა და ვფიქრობდით, რომ სასამართლო მაინც იქნებოდა დამოუკიდებელი, მაგრამ ჩანს, რომ არა თუ დამოუკიდებელი, არამედ თვეების წინ გადაწყვეტილი საქმე გააჟღერეს. მიზანმიმართულად რაც კი თვეების განმავლობაში მათ უნდოდათ და საზოგადოებას ატყუებდნენ და ამ ტყუილიდან ვერ გამოვიდნენ. როცა უთხრეს რომ იყვირეთ - იყვირეს, როცა უთხრეს იყავით ჩუმად- ჩუმად იყვნენ.

"პროკურორები მშვიდი სახეებით ისხდნენ, წინასწარ მათ თანხმობა ჰქონდათ ერთმანეთთან, პასუხიც კი იცოდნენ მოსამართლის ალბათ, რა იქნებოდა მოსამართლის დასკვნა. 9 წლით თავისუფლების აღკვეთა კი არა, ერთი დღითაც კი ეს არის უსამართლო.

"სასამართლო ვერ გათავისუფლდა, ვერც სახელმწიფო. ეტყობა ერთობლივი პროექტი იყო და გუშინდელი რეპორტაჟი "კურიერის", რაც გაკეთდა, ცხადყოფს და საზოგადოებისთვის კითხვის ნიშნები არ არსებობს. ახლა უფრო ასეთი სახელმწიფოს სირცხვილად ჩაითვლება ეს საქმე, სასამართლოზე ხომ აღარ არის საუბარი,“ - განაცხადა მამა ანდრია სარიამ. 

მამა ანდრია სარია ამბობს, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფომ, საპატრიარქოს ადმინისტრაციამ და "შორენას ბანდამ" ერთობლივად მიიღო. 

„ამ მომენტში და ამ წუთში ჩვენ დავინახეთ, რომ ის ერთობლივი პროექტი საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან ერთად, შორენას ბანდასთან ერთად რაც გადაწყვიტეს, დღეს უბრალოდ რეზოლუცია დაადეს. დღეს უბრალოდ განაჩენი გამოუტანეს. ჩვენ ვამბობთ, რომ არა თუ 9 წელი, ერთი დღეც ეს იქნებოდა უსამართლო და სახელმწიფო, ადმინისტრაცია საპატრიარქოსი, ის იერარქებიც, რომლებიც გამოიკვეთნენ დაინტერესებულ პირებად, საზოგადოება მათ არ აპატიებთ ამ უსამართლობას,“ - განაცხადა ამბროსი აღმსარებლის მონასტრის წინამძღვარმა მამა ანდრია სარიამ. 

ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები