ბორჯომის ხეობაში ცოტა ხნის წინ ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, წაღვერთან ახლოს, სატრანსპორტო გზის მოპირდაპირე მხარეს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სამი სახანძრო ცდილობდა.
როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ნახანძრალ ტერიტორიაზე გაჩნდა და ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.