30 სექტემბერი 2024,   15:27
ვრცლად
ხანძარი თელავში - აღმაშენებლის ქუჩაზე, მიტოვებული შენობის ნაწილი დაიწვა

ხანძარი თელავში - აღმაშენებლის ქუჩაზე, მიტოვებული შენობის ნაწილი დაიწვა. ცეცხლმა აალება სახურავიდან დაიწყო და მთელ შენობაზე გავრცელდა.

ადგილობრივების თქმით იყო საშიშროება, რომ ხანძარი სხვა საცხოვრებელ შენობებზეც გადასულიყო.

ადგილზე ოთხი სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები, დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები