19 მაისი 2024,   23:26
ვრცლად
საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა საერთო ისტორიასა და ღირებულებებზეა დაფუძნებული - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის რთულ გზაზე ისაუბრა.

მან ევროპული ღირებულებების, დემოკრატიული სტანდარტების ერთგულებისა და რეფორმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა საერთო ისტორიასა და ღირებულებებზე, ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ძირს უთხრის სტრატეგიულ ბალანსს აღმოსავლეთ ევროპაში და ემუქრება უსაფრთხოებასა მთელ შავი ზღვის რეგიონში. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მანამდე კი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და უვიზო რეჟიმის შემოღებით, როგორც უკრაინამ, ისე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენმა ქვეყნებმა გამოამჟღავნეს უდიდესი მიზანმიმართულება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრობისთვის ბრძოლაში და ჩვენი გადაწყვეტილება ამ მხრივ შეუქცევადია,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები