18 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
"ვერ გაასწრებენ ქვეყნიდან"-„ლეიბორისტები" წყლის ტარიფის შესაძლო გაორმაგებას აპროტესტებენ

„ლეიბორისტული“ პარტია წყლის ტარიფის შესაძლო გაორმაგებას აპროტესტებს.

შრომის პარტიის პოლიტიკური მდივანი მხარდამჭერებთან ერთად დღეს "თბილწყალკანალის" სათაო ოფისთან იმყოფებოდა. გიორგი გუგავა მოუწოდებს ხელისუფლებას, არ მიიღონ ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება. "ლეიბორისტები" საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავენ.

„ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, კეთილი ინებონ ხელი აიღონ ამ მავნე ყაჩაღურ გადაწყვეტილებაზე. ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თუ ისინი წავლენ ამ ძარცვაზე ისინი მიიღებენ მშიერი ხალხის ბუნტს და ვერ გაასწრებენ ქვეყნიდან,“-განაცხადა გიორგი გუგავამ.

„ლეიბორისტული“ პარტიის წევრთა განცხადებებს დღეს მარეგულირებელ კომისიაში უპასუხეს.

„წინასწარ ვერ გაკეთდება პროგნოზი, სანამ არ მოხდება ანალიზი. ის განცხადება, რომ ტარიფი ორმაგდება ეს არის სრულიად საფუძველს მოკლებული. ჩვენ ვერ ვამბობთ ჯერ მაგას, ახლა შემოვიდა სატარიფო განაცხადი, ხვალ იწყება ადმინისტრაციული წარმოება და ამის ანალიზს სჭირდება ძალიან დიდი დრო,“-აცხადებს ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გივი სანიკიძე.

დღის ამბები