მესტიაში ამ წუთებში ძლიერად წვიმს. სტიქიამ სოფელ ბეჩოსა და კიდევ 5 სოფელში შიდა გზები ჩარეცხა, დანგრეულია სოფლებს შორის დამაკავშირებელი ხიდები.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულია ხებევი და მდინარეები. მოსახლეობა ქვა-ღორღისგან და შლამისგან დამცავი დამბების სასწრაფოდ გაკეთებას ითხოვს.
მესტიის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განმარტებით, სტიქიას ჯერჯერობით ტექნიკით უმკლავდებიან და საშიშროება არ არსებობს.