18 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ე.წ. მოსმენების კანონზე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით გამწესრიგებელი სხდომა დასრულდა. სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა. პლენუმმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა სარჩელი არსებით განხილვაში.

დღეს მხარეებმა შემაჯამებელი სიტყვები წარმოთქვეს. ისინი გამწესრიგებელ სხდომაზევე ითხოვდნენ ნორმების გაუქმებას, რადგან მათივე თქმით მოქმედი კანონი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

სასამართლოს პლენუმი 326 მოქალაქის, მათ შორის ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილის სარჩელს განიხილავს. ისინი კანონში სადავო ნორმების გაუქმებას ითხოვენ.

დღის ამბები