ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, უკვე 3 საათზე მეტია ალექსიძის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის დროს დაზარალებულ ტურისტს და მის მეუღლეს კითხავენ. ისინი სამართალდამცველებს დღეს დილით მომხდარი ინციდენტის დეტალებს აცნობენ.
სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს ბინის მფლობელი და მეზობლები, რომლებიც მომხდარის თვითმხილველები არიან. ასევე დაიკითხა არასამთავრობო ორგანიზაცია ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წევრი, რომლის ოფისიც შემთხვევის ადგილთან მდებარეობს.
შემთხვევა ტურისტზე თბილისის ცენტრში - საბურთალოზე, ალექსიძის ქუჩაზე მოხდა, რუსეთის მოქალაქეს სავარაუდოდ თავს 3 ადამიანი დაესხა.
დაზარალებული თავის არეში მიყენებული დაზიანებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ტურისტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და ექიმებმა ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.