06 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ “კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შესახებ” კანონი შეაჩერა

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ “კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შესახებ” კანონი შეაჩერა. ესპანეთის პრემიერმინისტრმა კი, ძალაუფლების უზურპაციისა და სასამართლო გადაწყვეტილებების დაუმორჩილებლობის ბრალდებით, კატალონიელი პარლამენტარების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. მათ ფულადი ჯარიმა და პატიმრობა ემუქრებათ.

პარალელურად, კატალონიის პარლამენტმა მიიღო კანონი დროებითი კონსტიტუციის შესახებ, რომელიც რეფერენდუმში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების გამარჯვების შემთხვევაში შევა ძალაში.

რეგიონის პარლამენტმა კანონი ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ გუშინ მიიღო. რეფერენდუმის ჩატარება პირველ ოქტომბერს არის დაგეგმილი.

დღის ამბები