06 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
მექსიკასა და გვატემალაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მექსიკასა და გვატემალაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. სტიქია დილის 5:00 საათზე მექსიკის სამხრეთ სანაპიროზე მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 8,2 მაგნიტუდა შეადგინა.

ეპიცენტრი ქალაქ ტრეს-პიკოსიდან 119 კილომეტრის დაშორებით, 87 კილომეტრის სიღრმეზე იყო. სტიქიას მასშტაბური ნგრევა არ მოყოლია. მეხიკოში რამდენიმე შენობა დაინგრა და ქალაქის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ძლიერი ბიძგების გამო, ლათინური ამერიკის 7 ქვეყანაში ცუნამის განგაში გამოცხადდა. მექსიკის სანაპიროზე უკვე შეინიშნება ტალღები.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს საათებში მათი სიმაღლე 3 მეტრს არ გადააჭარბებს. დღევანდელი მიწისძვრა 1985 წლის შემდეგ, მექსიკაში ყველაზე ძლიერი იყო.

დღის ამბები