18 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
იუმორისტული სეზონი "რუსთავი 2"-ის ეთერში დღეს საღამოს, "The ვანოს შოუთი" გაიხსნება

ნაცნობი გადაცემები განახლებული ფორმატით მაყურებელთან შესახვედრად თითქმის მზად არის. იუმორისტული სეზონი "რუსთავი 2"-ის ეთერში დღეს საღამოს, "The ვანოს შოუთი" გაიხსნება.

სიახლეების მიუხედავად "ვანოს შოუ" ერთგული რჩება მთავარი პრინციპების, ახალ სეზონს შემოქმედებითი ჯგუფი აქტუალური პოლიტიკური თემების და სახეების გარეშე ვერ ხედავს. წინააღმდეგობების და იუმორს მოკლებული შემოტევების მიუხედავად 2017 წლის შემოდგომაც "ვანოს შოუში" განსაკუთრებული იქნება.

ზაფხულის ყველაზე პოპულარული ვიდეოს ავტორი - ზალიკო ბერგერი "ვანოს შოუს" პირველი გადაცემის ერთადერთი სტუმარი იქნება.

ვანოს შოუსთან ერთად ახალი და განსხვავებული სეზონის დასაწყებად მზად არის გააცინე და მოიგე“, „ქერის უბანი“  და "კომედი შოუ," რომელსაც მიშა ანდღულაძე, თამუნა ლეკვეიშვილთან ერთად ყოველ შაბათს წაიყვანს.

დღის ამბები