18 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
თამარაშვილის 13 ნომერში კომპანია "დომუსის" მიერ უნებართვოდ ხის მოჭრის ფაქტზე კომპანია დაჯარიმდა

თამარაშვილის 13 ნომერში კომპანია დომუსის მიერ უნებართვოდ ხის მოჭრის ფაქტს დედაქალაქის მერი გამოეხმაურა.

დავით ნარმანიას განცხადებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანია დააჯარიმა.

„სამწუხაროდ, დაფიქსირდა კომპანია დომუსის ტერიტორიაზე ერთი ხის უკანონოდ მოჭრის ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც ზედამხედველობის სამსახურიდან რეაგირება იყო დაუყოვნებლივი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მშენებლებმა ხის მოჭრის გადაწყვეტილება, როგორც თავად აცხადებდნენ, ძლიერი ქარის დროს ხის გადატეხვის საშიშროების გამო მიიღეს.

კომპანიის დირექტორი გუშინ აცხადებდა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურში ორი შეტყობინების მიუხედავად, მისამართზე არ მივიდნენ და ამიტომ ხე თავად მოჭრეს.

დღის ამბები