თბილისის მერი, დავით ნარმანია, ასათიანის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქუჩაზე ახალი საფარი იგება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და სანიაღვრე ქსელი.
მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები Georgian Water and Power-მა განახორციელა.
დავით ნარმანიას განცხადებით, დღეს ქუჩაზე გზის ბოლოს საფარის დაგება ხორციელდება და სამუშაოები დასრულდება.