06 ოქტომბერი 2024,   18:33
ვრცლად
გაერომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

გაერომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა რეზოლუციას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ოფიციალური ფხენიანის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების შემოღებას რუსეთი და ჩინეთიც მიემხრო.

დოკუმენტის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეას ძირითადად ეკონომიკური სანქციები დაუწესდა. გაეროში შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, დამოკიდებულება ფხენიანის მიმართ შეიცვლება, თუ კი ის ბირთვულ პროგრამას შეაჩერებს.

უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები სექტემბრის დასაწყისში წყალბადის ბომბის გამოცდის შემდეგ გაამკაცრა.

დღის ამბები