წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვილიშორში მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, უკვე 4 თვეა, რაც სასმელი წყლის ახალი მილი დამონტაჟდა, თუმცა დღემდე წყალი არ მიუღიათ, რადგან მილები უხარისხო იყო და წყალს უშვებს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ კითხვებზე პასუხი გამგეობისგან ამ დრომდე არ მიუღიათ.
თუმცა, წყალტუბოს გამგეობის თანამშრომლის თქმით, მოსახლეობა ტყუის, რადგან მილები უხარისხო არ არის და მომუშავე ჯგუფს მხოლოდ ტექნიკური პრობლემა შეექმნათ. გამგეობაში ასევე აცხადებენ, რომ მოსახლეობა სასმელ წყალს ერთ კვირაში მიიღებს.
ადგილზე იმყოფებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წყალტუბოს მერობის კანდიდატი ზაზა მეტრეველი.
„ნამდვილად იბადება ეჭვი იმისა, რომ აქ ან კორუფციას უნდა ქონდეს ადგილი ან ძალიან ღრმა არაპროფესიონალიზმს,“ - განაცხადა ზაზა მეტრეველმა.