ბორჯომის რაიონში გაჩენილი ხანძრის გამოძიების ფარგლებში ბორჯომის რაიონის გამგებელი დაკითხეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უცნობია რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას დიმიტრი ყიფიანთან ან რა ინფორმაცია მიაწოდა მან.
ბორჯომში გაჩენილი ხანძრის გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია ასევე პაატა ჯავახიძე, რომელიც აცხადებდა, რომ ბორჯომის ტყეში ხანძრის განზრახ გააჩინეს და ერთ-ერთი მონაწილე პირი დიმიტრი ყიფიანიც იყო.
ჯავახიძის თქმით, მან მოისმინა გამგებლის სატელეფონო საუბარი, სადაც ყიფიანი ამბობდა, რომ ,,ხანძარი გაექცა.“
როგორც ცნობილია ამ საქმის გამოძიება ცალკე გამოყოფილი არ არის, თუმცა ჯავახიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოიკითხა. ხანძარი ბორჯომში 20 აგვისტოს გაჩნდა.