"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი 161-ე სკოლაში იმყოფებოდა, სადაც პირველ კლასში საბა დანელია მიიყვანა. მან მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და იმ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისის ყველა სკოლა მერიისაგან 50 ათასი ლარით დაფინანსდება.
40 ათასამდე შემოსავლის მქონდე ყველა ოჯახი კი, საგანმანათლებლო და სპორტული წრეების ვაუჩერს მიიღებს.
“მინდა მივულოცო ყველა პირველკლასელს და ზოგადად ყველა მოსწავლეს დღევანდელი დღე და მათ ვუსურვო წარმატებები. ასევე მინდა მივულოცო სწავლის დაწყება ყველა პედაგოგს. აქვე მინდა ვუთხრა ყველას, რომ 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თბილისის ყველა სკოლა მიიღებს 50 ათას ლარიან დანამატს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.