06 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
NASA-ს კოსმოსური აპარატი 13 წლიან მისიას ასრულებს - "კასინი" სატურნის ატმოსფეროში დადნება

NASA-ს კოსმოსური ზონდი "კასინი" 13 წლიან მისიას ასრულებს. რამდენიმე საათში აპარატი პლანეტა სატურნის ატმოსფეროში შევა, ნაწილებად დაიშლება და დადნება. დედამიწაზე ის ბოლო სიგნალს გამოაგზავნის და მისიაც ამით დასრულდება.

კოსმოსური ზონდი, რომლის შექმნაზეც მეცნიერები 40 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, სატურნზე 1997 წელს გაუშვეს.

დანიშნულების ადგილზე "კასინი" 2004 წელს ჩავიდა და მას შემდეგ დედამიწაზე ასობით უნიკალური ფოტო მასალა გამოაგზავნა. მათ შორის, სატურნის რგოლების და თანამგზავრების ამსახველი სურათებიც.

NASA-ს ცენტრში "კასინის" ბოლო მარშრუტს პირდაპირ ეთერში მიადევნებენ თვალს. მეცნიერებმა ზონდის უკანასკნელ მიახლოებას სატურნთან სიმბოლურად "გამოსამშვიდობებელი კოცნა" დაარქვეს.

დღის ამბები