18 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს ე.წ. აფხაზური ჰიმნით შეხვდნენ და სწავლა რუსულად დააწყებინეს

ე.წ. აფხაზური ჰიმნით ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს გალის რაიონის ყველა სკოლაში შეხვდნენ. პირველკლასელებს პირველ დღესვე განუსაზღვრეს რომ განათლების მიღება რუსულად უნდა დაიწყონ, ქართულ ენაზე კი ეს ბავშვები კვირაში მხოლოდ 2 საათის განმავლობაში ისწავლიან, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით გალის ქვედა ზონის 11 სკოლიდან 8-ში ქართული როგორც უცხო ენა ისე ისწავლება.

მათ, ვინც არც ე.წ. აფხაზური ჰიმნის მოსმენა ისურვა და არც რუსულ ენაზე სწავლა - ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. 12 ბავშვი მშობლიურ ენაზე სწავლას სოფელ ფახულანის პირველ და მეორე საჯარო სკოლაში გააგრძელებს. ყველა მათგანს სპეციალური საშვი აქვს, რითაც ე.წ. საზღვარს გადმოდიან.

მსგავსი სიტუაციაა ოკუპირებულ ახალ გორშიც, აქ პირველკლასელებს, რომლებმაც ქართულის გარდა სხვა ენა არ იციან უთხრეს რომ სწავლის დაწყება რუსულად მოუწევთ.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხების სამინისტროში ამბობენ, რომ განათლების ხელმისაწვდომობა ოკუპირებულ რეგიონებში მთავარი პრობლემაა და მუშაობა ამ მიმართულებით საოკუპაციო რეჟიმის შეზღუდვების გამო გართულებულია.

დღის ამბები