06 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
საბავშვო ბანაკში დატრიალებული ტრაგედიის გამო ოდესის ოლქში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა

საბავშვო ბანაკში დატრიალებული ტრაგედიის გამო ოდესის ოლქში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა. ხანძარს ბანაკ "ვიქტორიაში" ორი ბავშვი ემსხვერპლა, ერთ გოგონას კი ამ დრომდე ეძებენ. სამი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ხანძარი ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ორსართულიან ხის შენობას გვიან ღამით მოედო და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა.

ამ დროს შენობაში 42 ბავშვი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, ევაკუაციის დროს სამი მათგანი ფანჯრიდან გადახტა. ხანძრის დროს კორპუსში სიგნალიზაცია არ ჩართულა.


დღის ამბები