30 სექტემბერი 2024,   15:29
ვრცლად
ნაფეტვრების მიმდებარედ ხანძარია - ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან

ხანძარია ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ „რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს. ჯერჯერობით ხანძარი ლოკალიზებული არ არის.

როგორც ცნობილია, ცეცხლი ბუჩქნარს უკიდია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი იმყოფება.

დღის ამბები