18 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
"უნდა ვიყვიროთ, რომ საქართველოში ოკუპაცია არსებობს"- ხატია ბუნიათიშვილი

„დიდი პასუხისმგებლობა უნდა იყოს დაკისრებული პოლიტიკოსებზე, რომ მაქსიმალურად გააშუქონ და იყვირონ, უნდა ვიყვიროთ ეს თემა, რომ საქართველოში ოკუპაცია დღეს არსებობს,“- ეს განცხადება პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა „შაბათის კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ხატია ბუნიათიშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო დონეზე ყურადღება უნდა გამახვილდეს.

„მსოფლიოში იმდენი პრობლემა არსებობს, რომ თუ ჩვენი პრობლემა უკან დაიხევს, მსოფლიო პოლიტიკოსები სხვა პრობლემებით დაკავდებიან და ჩვენზე ნაკლებად იზრუნებენ. ოკუპაციაზე ლაპარაკი არის ცოტა მსუბუქ ფორმებში. გამიხარდებოდა, თუ ჩემი კოლეგები არა ხისტად, არამედ პირდაპირ იტყვიან, რა არის რეალური პრობლემა. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ის კომპლექსი, რომ საქართველო რაღაცნაირად გაიგონ, რომ არსებობს, იციან, რომ საქართველო არსებობს, ახლა მთავარია, წარმოვაჩინოთ, თუ როგორ გვინდა, რომ წარმოვაჩინოთ და არა ის, რომ უბრალოდ საქართველო რუკაზე არსებობს,“- განაცხადა ხატია ბუნიათიშვილმა.

პიანისტმა ისიც აღნიშნა, რომ მას არ სურს პოლიტიკაში წასვლა, რადგან ეს დიდი დოზით არის დაკავშირებული ძალაუფლებასთან, თუმცა ნაფიქრი აქვს, როგორ უნდა განვითარდეს პოლიტიკა, რადგან მისი შეფასებით, ახლა პოლიტიკა „გახრწნის პირასაა“.

 

დღის ამბები