"რუსეთი ოკუპანტია" - ე.წ. სასაზღვრო ზონაში დღეს კიდევ ერთხელ აღიმართა საპროტესტო ბანერები. რუსული აგრესია და ოკუპაცია დღეს "ძალა ერთობაშია" გაწევრიანებულმა მოხალისეებმა და მათმა მხარდამჭერებმა გააპროტესტეს.
აქცია ავტობანის ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე გაიმართა და შედეგად სამოქალაქო აქტივისტებმა მაგისტრალზე მოძრავი ავტომობილის მძღოლებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რეალურად რუსული ოკუპაცია მათი მანქანებიდან სულ 400-იოდე მეტრშია.