18 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
მიტოვებული სამუშაო - სოფელ კორომხეთში ანძების დამონტაჟების მიზნით გადათხრილი გზის აღდგენას უშედეგოდ ელოდებიან

ქედაში, სოფელ კორომხეთის მოსახლეობა ნახევარი წელია დანგრეული და მიტოვებული გზის შეკეთებას ელოდება. ადგილობრივ მოსახლეობის სახლებთან მისასვლელი გზა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დამონტაჟების მიზნით გადათხარეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ანძისითვის განკუთვნილი ადგილი მეწყერსაშიში იყო და სამუშაოები მდინარის მეორე ნაპირას განაგრძეს. განადგურებულ ღობეებსა და ნარგავებს კი თავდაპირველი სახე არ დაუბრუნეს.  

თავად სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ ტერიტორიის საფუძვლიანი შესწავლა ტენდერში გამარჯვებული ინდური კომპანიის “ქეიისი ინტერნეიშენალის" მოვალეობა იყო.

სახელმწიფოს 33 მილიონიან ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომელი, უშანგი ბერიძე, რომელიც ამავდროულად საკრებულოს დეპუტატიცაა, აცხადებს, რომ ტენდერის გამოცხადებამდე, ტერიტორიის საფუძვლიანი შემოწმება უნდა მომხდარიყო.

დეპუტატი  ამბობს, რომ ნახევარი წლის წინ დანგრეულ და მიტოვებულ გზას კომპანია, რომლის კონსულტანტიცაა, აღადგენს.

ავტორი: სალომე ბეჟანიძე. 

დღის ამბები