06 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
მისურის შტატში მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები გრძელდება

სამი დღეა მისურის შტატის ქალაქ სენტ ლუისში არეულობა არ წყდება. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი 2011 წელს, ფერადკანიანი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე პოლიციელის გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებენ.

აქციები ყოველდღიურად სამართალდამცველებთან შეტაკებით სრულდება. მასობრივი დაკავებები წუხელ პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტები დაშლის შესახებ ბრძანებას არ დაემორჩილნენ.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციაზე მომხდარი შეტაკების შედეგად არიან დაშავებულებიც.

დღის ამბები