18 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
თბილისი ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის ექსპოზიციას მასპინძლობს

თბილისი ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის ექსპოზიციას მასპინძლობს. ედუარდ კურტისის ნამუშევრები, სამ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი. ერთ-ერთ სივრცეში კი ამ ფოტოებში ასახული აქსესუარებიც გამოიფინება.

ედუარდ კურტისის 30-წლიანი მოგზაურობის ნახვა ქართველ დამთვალიერებელს ამერიკის საელჩოსა და სამი მუზეუმის თანამშრომლობის შედეგად შეეძლება.

ამერიკელი ინდიელების ყოფა-ცხოვრებას და კულტურას ის სურათები ასახავს, რომლებიც 1900-1930 წლებში ცნობილმა ფოტოგრაფმა გადაიღო. ჩრდილოეთ ამერიკაში მან 80-ზე მეტი ადგილობრივი ტომი მოინახულა და ფირზეც აღბეჭდა. ედუარდ კურტისის კოლექციიდან 18 ფოტომასლა პირველად ხელოვნების სასახლეში გამოიფინება.

 

დღის ამბები