გლდანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 60 წელს გადაცილებული და-ძმა არიან.
როგორც „რუსთავი 2“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი დათვალიერებით, მათ ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე იმყოფებიან სასწრაფო და სახანძრო სამაშველო ჯგუფები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ და-ძმა, შესაძლოა, ბუნებრივი აირით გაიგუდა.