18 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
თემქაზე დაჭრილ მამაკაცს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ

თემქაზე დაჭრილ მამაკაცს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ.

ექიმების განცხადებით, სასწრაფო ოპერაციის შემდეგ, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაშავებულის დაკითხვის უფლება სამართალდამცველებს მედიკოსებმა გუშინ არ მისცეს.

26 წლის ზვიად ლურსმანაშვილი დღის პირველ ნახევარში ცივი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ამერიკის მოქალაქეა და შემთხვევისას მეგობართან, მუსიკოს თიკო მოსემღვდლიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მომღერალმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა, თუმცა კამერებთან არ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა დაშავებულსაც, თუმცა დაჭრილია თუ არა თავდამსხმელი უცნობია. არ სახელდება დანაშაულის მოტივიც.

„აღენიშნება მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები კისრის, ზურგის, დუნდულოს მიდამოში. გაუკეთდა ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავება, რაიმე ისეთ განსაკუთრებული დაზიანება, ღრუში შემავალი ჭრილობა არ აღენიშნებოდა,“-ნოდარ ხმალაძე.

დღის ამბები