06 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
საეჭვო პაკეტი - ლონდონის ცენტრში განგაში იყო გამოცხადებული

ლონდონის ცენტრში ცოტა ხნის წინ განგაში იყო გამოცხადებული. მიზეზი საეჭვო პაკეტი გახდა, რომელიც გამვლელებმა შენიშნეს და პოლიციას შეატყობინეს. ადგილზე კონტრ-ტერორისტული დანაყოფის და გამნაღმველების მობილიზება მოხდა.

სამართალდამცველებმა ლონდონის ფინანსურ ცენტრში რამდენიმე შენობის ევაკუაცია მოახდინეს. შემოწმების შემდეგ პოლიციამ განაცხადა, რომ საფრთხე არ არსებობდა და პოლიციის კორდონი მოხსნა.

პარალელურად, ძალოვანებმა ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის საქმეზე კიდევ სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. სპეცოპერაცია, გვიან ღამით უელსში, რამდენიმე მისამართზე ჩატარდა. მეტროს მატარებელში ხელნაკეთი ბომბის აფეთქების საქმეზე გამოძიებას უკვე 5 ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული, თუმცა მათი ვინაობა არ სახელდება.

დღის ამბები