18 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
შეწყვეტილი სასწავლო პროცესი ტყიბულის მე-2 საჯარო სკოლაში - პედაგოგები განმარტებებს ითხოვენ

ტყიბულის ნომერ მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები განმარტებებს ითხოვენ. მასწავლებლები პარლამენტში მივიდნენ და პასუხები მოითხოვეს, თუ რატომ შეწყდა მათ სკოლაში სასწავლო პროცესი და რატომ არ არსებობდა წინასწარი ინფორმაცია, რომ სკოლის შენობა ამორტიზებული იყო.

პედაგოგების განცხადებით, მათ პირველ საჯარო სკოლაში შესთავაზეს გადასვლა, თუმცა იქ სწავლა შუადღის სმენაში იწყება, რაც მათ სირთულეებს უქმნის. მათივე თქმით, ალტერნატიულ ფართში შესვლას ხელოვნურად უშლიან ხელს.

ბრიფინგი პედაგოგებთან ერთად, ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმაც გამართეს და პასუხი განათლების სამინისტროსა და ტყიბულის რესურსცენტრისგან მოითხოვეს.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით, მოვითხოვთ, რომ უმკაცრესად იყოს რეაგირება, როგორც დირექტორთან დაკავშირებით, ასევე რესურსცენტრის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ეს არის გაუგონარი ფაქტი, რომ ფაქტობრივად, მოსწავლეებს და მასწავლებლებს ყრიან სკოლიდან სწავლის დაწყების წინა დღეს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები