06 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
მაშველები მექსიკის სკოლის ნანგრევებიდან 13 წლის გოგოს ამოყვანას ცდილობენ

მექსიკაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველებმა დედაქალაქში სკოლის ნანგრევებში 13 წლის გოგოს ცოცხალს მიაკვლიეს და ახლა მის ამოყვანას ცდილობენ.

სკოლა ერთ-ერთია იმ შენობებიდან, რომელიც მექსიკის ცენტრალურ რეგიონებში 7.1 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების შედეგად ჩამოინგრა.

მხოლოდ ამ ადგილას 21 ბავშვი და 5 უფროსი დაიღუპა, საერთო ჯამში კი, სტიქიას 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ნანგრევებიდან 50-ზე მეტი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა მოხერხდა.

დღის ამბები