გვანცა ყუფარაძის გახმაურებულ საქმეში ევროსასამართლომ ევროკონვენციის ვერცერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა. ამის შესახებ საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ევრო მოსამართლეების გადაწყვეტილებით, ყუფარაძესთან მიმართებით, დარღვეული არ არის კონვენციის მესამე მუხლი, არც მეექვსე მუხლის პირველი ნაწილი და არც ამავე მუხლის მესამე ნაწილი.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხებოდა მოსარჩელე მხარის პრეტენზიას, რომ სასამართლო მის მიმართ არაობიექტურად ჩატარდა. გარდა ამისა, გვანცა ყუფარაძე საპატიმრო პირობების გამოც გამოთქვამდა უკმაყოფილებას.
მას ბრალად ედებოდა 2006 წელს სკოლაში თანაკლასელის ცივი იარაღით დაჭრა, რისთვისაც მაშინ სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.