05 მაისი 2024,   06:05
ვრცლად
თუშეთში ხანძარია - ცეცხლი სავარაუდოდ, საძოვრებს გაუჩნდა

ხანძარია თუშეთის სოფელ ჰეღოს ფერდობზე. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, პირიქითა ხეობაში საძოვრებს გაუჩნდა.

მოსახლეობის თქმით, ფერდობი ნასოფლარის მიმდებარედაა და ადგილობრივებს საფრთხეს არ უქმნის.

ცეცხლის კერების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება ჯერ არ შესულა.

თუშეთში ხანძრის გაჩენის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ხახაბოს ტყეში ხანძარს ორი კვირის განმავლობაში ებრძოდნენ.

დღის ამბები